- საიტზე მიწის შესახებ განცხადების განთავსება არის უფასო;
- ლენდმარკეტი პასუხისმგებელი არ არის მომხმარებლის მიერ განთავსებული ინფორმაციის სისწორეზე, ან მართვაზე;
- ლენდმარკეტს აქვს უფლება ცვლილებები შეიტანოს განთავსებულ ინფორმაციაში, საიტის მომხმარებლების ინტერესებიდან გამომდინარე, – დააზუსტოს ან გაამდიდროს მონაცემები;
- განცხადების განთავსებისას აუცილებელია მომხმარებელმა მიუთითოს მიწის საკადასტრო კოდი, ფასი, და საკონტაქტო ინფორმაცია, სხვა შემთხვევაში განცხადება არ გამოქვეყნდება;
- პლატფორმა განკუთვნილია სამშენებლო დეველოპერული ფუნქციის მატარებელი მიწებისთვის. შეუსაბამო მიწები არ გამოქვეყნდება;
- პლატფორმაზე არ დაიდება ორი ან მეტი განცხადება ერთიდაიმავე მიწის შესახებ;
- ლენდმარკეტი არ არის პასუხისმგებელი მიწის მყიდველსა და გამყიდველს შორის დადებული ხელშეკრულების ხარისხზე ან შესრულებაზე